გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის თემა
ჯვაროსნული ეპოქა
მიზანი
·                     მოსწავლეები გაეცნობიან ჯვაროსნულ ლაშქრობებს, მათ გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებს  და შეაფასებენ მათ მნიშვნელობას, პარალელებს გაავლებენ  იმავე ეპოქის საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან;
·         ინფორმაციის შეგროვების, დამუშავებისა და დახარისხების, ინდივიდუალური და ჯუფური მუშაობის უნარ -ჩვევების განვითარება;

·                     გამოიყენებენ ტექნოლოგიებს ინფორმაციის შესაგროვებლად და გასაერთიანებლად , მოამზადებენ პრეზენტაციას აუდიტორიისათვის .


სასწავლო ეროვნული  სტანდარტები









ისტ. XI.5მოსწავლეს შეუძლია   საქართვე­ლოსა და მსოფლიოში საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკვანძო საკითხების კვლევა.


·         ირჩევს ერთ-ერთ სახელმწიფოს და აჯგუფებს რომელიმე ეპოქაში მისი გაერთიანების ან დაშლის განმაპირობებელ საგარეო და საშინაო ფაქტორებს;
·         ირჩევს ერთ-ერთ ეპოქას და ადარებს სხვადასხვა სახელმწიფოს ინტერესებს საქართველოს მიმართ;
·         ირჩევს რომელიმე კონკრეტულ ეპოქას, გამოოფს იმ პერიოდის მსოფლიო სახელმწიფოს (სახელმწიფოების) ინტერესებს. განსაზღვრავს ქართული სახელმწიფოს (სახელმწიფოების) ადგილსა და როლს ამ კონკრეტულ ეპოქასთან მიმართებით.
მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეები წარადგენენ ისტ–ის გამოყენებით პრეზენტაციას, დაიცავენ დროის ლიმიტს, იმსჯელებენ  და შეაფასებენ ჯვაროსნულ ლაშქრობებსა და მათ შედეგებს; პარალელებს გაავლებენ საქართველოსთან.
აქტუალობა
მოსწავლეები მოახდენენ თავიანთი ნამუშევრების პრეზენტაციას 
მოსწავლეთა წინარე ცოდნა
მოსწავლეებს შესწავლილი აქვთ საქართველო და ახლო აღმოსავლეთი VII-XII საუკუნეებში ,  ჯვაროსნული ეპოქა
გაკვეთილის მსვლელობა
კლასის ორგანიზება (1–2 წუთი)

I ფაზა- გამოწვევა:
1.      ვაცნობ  გაკვეთილის თემასა და მიზანს (1-2 წთ.);

II ფაზა– წინასწარ შერჩეული ჯგუფები გააკეთებენ პრეზენტაციას.
მოსწავლეები შემთხვევითი არჩევის პრინციპით დაიყვნენ 8 ჯგუფად, თითოეული ჯგუფი თითოეულ ჯვაროსნულ ლაშქრობაზე აკეთებს პრეზენტაციას, პრეზენტაციისათვის  დათმობილი აქვთ 3–4 წთ.

III ფაზა-უკუკავშირი (2–3 წუთი)
მოსწავლეები შეაფასებენ თავიანთ ნამუშევრებს და სხვა ჯგუფების პრეზენტაციას;






კლასის ორგანიზების ფორმა
ჯგუფური
შეფასება და თვითშეფასება
განმსაზღვრელ განმავითარებელი  შეფასება და თვითშეფასება (რუბრიკით)
სასწავლო რესურსები
 სახელმძღვანელო, კომპიუტერი, პროექტორი,

No comments:

Post a Comment